შესაძლებლობები ყველას, ვინც არ ჩერდება - საქართველოს ბანკმა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პლატფორმა შექმნა შესაძლებლობები ყველას, ვინც არ ჩერდება - საქართველოს ბანკმა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პლატფორმა შექმნა />


  11:11:00     06-02-2024

შესაძლებლობები ყველას, ვინც არ ჩერდება - საქართველოს ბანკმა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პლატფორმა შექმნა

17072034851920x1080.jpg

საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. 100-ზე მეტი განხორციელებული პროექტი განათლების, ბიზნესის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის - ეს ყველაფერი არაა.

ფინანსური ინსტიტუტის CSR პროექტების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და ადამიანების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობით უზრუნველსაყოფად, საქართველოს ბანკმა ვებგვერდი Csr.bog.ge შექმნა. პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, აღმოაჩინოს ინდივიდუალურად მასზე მორგებული ინიციატივები - მიიღოს ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, გაეცნოს მოსწავლეებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად  შექმნილ პროექტებს. ასევე, მიიღონ ინფორმაცია ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისთვის განხორციელებულ ინიციატივებზე, აღმოაჩინონ მეწარმეების მხარდაჭერის შესაძლებლობები და სხვა.

„საქართველოს ბანკში მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ მოტივირებულ და მიზანდასახულ ადამიანებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს სამი პრიორიტეტული მიმართულებით: განათლება, ბიზნესის მხარდაჭერა და დასაქმების ხელშეწყობა. ვფიქრობთ, რომ ეს ის ძირითადი კომპონენტებია, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანების პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და ქვეყნის განვითარების პროცესში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს

საქართველოს ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, დაეუფლონ მომავლის პროფესიებს და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში. ამ მიმართულებით, ფინანსური ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა: იდეათეკა, რომელიც საქართველოს 8 რეგიონის 22 სკოლაში არის ხელმისაწვდომი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შექმნილი STEM სკოლა, საქართველოს ბანკის სტიპენდიები 15 პარტნიორ უნივერსიტეტში და სხვა.

ამასთან, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობისათვის, საქართველოს ბანკი მხარს უჭერს სამ საერთაშორისო სტიპენდიას, რომელთა მეშვეობით შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, ისწავლონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.  მათ შორისაა: ფულბრაიტი, ჩივნინგი და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Europe-ში.

ახალგაზრდებში ფინანსური განათლების და ეკონომიკური ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობისთვის კი ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით და ორგანიზაცია Geli-ს ინიციატივით, საქართველოში პირველად გაიმართა ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ჩატარდა STEM ოლიმპიადა, NASA APP ჩელენჯი, ევერესტი, კინგსი და სხვა.

შედეგად, საქართველოს ბანკმა 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შექმნა განათლებისა და განვითარების შესაძლებლობა.  

საქართველოს ბანკი ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს

საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდებში პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. სწორედ ამიტომ, 2017 წლიდან ფინანსური ინსტიტუტი სტუდენტური დასაქმების ყოველწლიურ პროგრამას - „ლიდერატორს“ ახორციელებს, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, შეარჩიონ მათთვის საინტერესო 14 პროგრამიდან ერთ-ერთი, იმუშაონ დარგის ექსპერტებთან ერთად და დააგროვონ როგორც თეორიული ცოდნა ასევე პრაქტიკული გამოცდილება.

2017 წლიდან დღემდე პროექტში მონაწილეობა 375-მა სტუდენტმა მიიღო, პროგრამის დასრულების შემდეგ კი 85%-მა საქართველოს ბანკში განაგრძო მუშაობა.   

ამასთან, საქართველოს ბანკი საზაფხულო სტაჟირების პროგრამას ახორციელებს უცხოური უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, აძლევს მათ შესაძლებლობას, პროფესიონალი მენტორების ჩართულობით, გაეცნონ საბანკო სფეროს სპეციფიკას, შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება და ახალი საქმიანი კავშირები.

საქართველოს ბანკი ქმნის ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს

საქართველოს ბანკი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს რეგიონში საქართველოს, როგორც სტარტაპების ჰაბის პოზიციონირებას. ამიტომ, 500 Global-ი, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით, წელიწადში ორჯერ საქართველოში 500 Georgia-ს სტარტაპების აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს. პროგრამაში მონაწილეობა უკვე 50-ზე მეტმა ადგილობრივმა და უცხოურმა სტარტაპმა მიიღო.

ამასთან, საქართველოს ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას. პროგრამა ჯამში 200 მეწარმე ქალისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელსა და ახლად შექმნილი საწარმოს სრული ციკლის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

USAID-თან თანამშრომლობით საქართველოს ბანკი B2B Forum-ს ახორციელებს, რომელიც კომპანიების პოტენციურ მყიდველებთან დაკავშირების გამარტივებას ისახავს მიზნად. მასში 60-მდე ბრენდი იყო ჩართული.

საქართველოს ბანკმა ასევე შექმნა ბიზნეს კურსი - საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სხვადასხვა დარგის წამყვანი ექსპერტების 40-ზე მეტ მასტერკლასსა და სასწავლო კურსს აერთიანებს.

 „საქართველოს ბანკში მიზნად ვისახავთ, ადამიანებისთვის შევქმნათ შესაძლებლობები და უზრუნველვყოთ ისინი ყველა საჭირო ინსტრუმენტით, რომელიც უბიძგებს მათ, „არ გაჩერდნენ“, თავდაუზოგავად იშრომონ დასახული მიზნების მისაღწევად და წვლილი შეიტანონ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში. ამისათვის არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. შედეგად, ჩვენი პორტფოლიო 100-ზე მეტ პროექტს ითვლის. ჩვენი ბენეფიციარების ყოველი ახალი წარმატება და გამოყენებული შესაძლებლობა ჩვენთვის მოტივაციაა, რომ არ გავჩერდეთ და განვახორციელოთ კიდევ უფრო მეტი ინიციატივა“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე.

საქართველოს ბანკის სოციალური პროექტების შესახებ იხილეთ ვიდეო.


ავტორი: R