ანდრე ფელიბეინი - ფრანგი არქიტექტორი ანდრე ფელიბეინი - ფრანგი არქიტექტორი />


  10:39:28     05-09-2011

ანდრე ფელიბეინი - ფრანგი არქიტექტორი

a9668.jpg

ანდრე ფელიბეინი, ფრანგი არქიტექტორი და ისტორიოგრაფი, დაიბადა შარტრში. 14 წლის ასაკში პარიზში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. 1647 წელს რომში გააგზავნეს საელჩოში, მარკიზ დე მარუელის მდივნის მოვალეობის შესასრულებლად. აქ ის მრავალ ცნობილ ადამიანს ხვდება ლიტერატურაში და ხელოვნებაში. მის მეგობრებს შორის იყო ნიკოლა პუსენიც.

საფრანგეთში დაბრუნებული, დაქორწინდა და სამსახურის იმედით პარიზში გადასახლდა. სამი წლის შემდეგ, ის მეფის ისტორიოგრაფად დაინიშნა. 1671 წელს ახლად შექმნილი არქიტექტურის აკადემიის მდივანი გახდა, ხოლო 1673 წელს ანტიკურობის კაბინეტის გამგე ბრიონის სასახლეში.

ოფიციალური მოვალეობების შესრულების პერიოდში, ფელიბიენი პოულობდა დროს სწავლისა და კვლევისთვის და მრავალი ლიტერატურული ნაშრომი შექმნა.

მას ეკუთვნის, ასევე, ვერსალის, ლა ტრაპისა და სამეფო რეზიდენციების ფერწერული ტილოებისა და ქანდაკებების აღწერები. ფელიბიენის ნეოკლასიკური ხელოვნების მონუმენტების ესთეტიურ ღირებულებათა კოდიფიკაცია მის ყველაზე ღირებულ მემკვიდრეობად ითვლება. გარდაიცვალა პარიზში 1695 წელს.

0

ავტორი: