Marder - ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder - ქვეითთა საბრძოლო მანქანა />


  10:38:07     05-09-2011

Marder - ქვეითთა საბრძოლო მანქანა

a9666.jpg

გერმანულ ქვეითთა საბრძოლო მანქანა მარდერ-ზე (ქართულად - კვერნა) მუშაობა მეოცე საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, ხოლო გერმანიის არმიას „მარდერების“ პირველი პარტიები 1971 წელს გადაეცა. მანამ, სანამ „მარდერები“ გერმანიის არმიის მთავარ ქვეითთა საბრძოლო მანქანად ითვლებოდა, მისი გერმანული ვარიანტები ექსპორტზე არ გასულა და მხოლოდ „ბუნდესვერის“ მიერ გამოიყენებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გერმანიის არმიამ მოძველებული მანქანების შეცვლა მოინდომა, ჩილეს მთავრობამ 200 ერთეული „მარდერის“ შეძენის სურვილი გამოთქვა,ხოლო საბერძნეთი 450 მანქანის შეძენის საკითხს განიხილავს. გერმანიის გარდა „მარდერის“ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები არგენტინის მიერაც იწამოება, თუმცა ორიგინალთან შედარებით ისინი გაცილებით გამარტივებულია.

„მარდერ“ 1-ის საბაზისო ვარიანტის კორპუსის ჯავშანი მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან დაცვაზეა გათვლილი, ხოლო კორპუსის შუბლა პროექცია 20 მმ-იანი ჯავშანგამტანი ჭურვებისაგან დაცვას უზრუნველყოფს.

„მარდერებმა“ ბრძოლაში მონაწილეობა პიველად მხოლოდ 2009 წლის ივლისში, შეიარაღებაში მიღებიდან 38 წლის შემდეგ მიიღეს, როდესაც ისინი გერმანულ პოსტებს ავღანეთში, ყუნდუზის პროვინციაში თალიბანის თავდასხმებისაგან იცავდნენ. ამის შემდეგ „მარდერებმა“ მრავალ შეტაკებაში მიიღეს მონაწილეობა, თუმცა ყოველივე ამას უდანაკარგოდ არ ჩაუვლია: 2011 წლის ივნსში, გერმანული „მარდერი“ 200 კილოგრამიან თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქდა, რის შედეგადაც განადგურდა ქვეითთა საბრძოლო მანქანა, დაიღუპა ერთი ჯარისკაცი და დაშავდა კიდევ ხუთი.

Army.ge

0

ავტორი: