„ფენეკი“ - სადაზვერვო ჯავშანმანქანა „ფენეკი“ - სადაზვერვო ჯავშანმანქანა />


  10:37:07     05-09-2011

„ფენეკი“ - სადაზვერვო ჯავშანმანქანა

a9665.jpg

სადაზვერვო ჯავშანმანქანა ფენეკი გერმანიისა და ჰოლანდიის არმიებისათვის შეიქმნა. ჯავშანმანქანა გერმანული და ჰოლანდიური კომპანიების ერთობლივი მუშობის შედეგს წარმოადგენს. მისი სახელი უდაბნოს მელიას ჯიშს აღნიშნავს. 2000 წლის აპრილში „ფენეკის“ პროტოტიპებმა წარმატებით დაასრულეს საგამოცდო პერიოდი, ხოლო 2001 წელს ჯავშანმანქანა შეიარაღებაში ორივე ქვეყანამ მიიღო. ჯავშანმანქანის პირველი პარტიები ჰოლანდიის არმიას 2003 წლის ივლისში, ხოლო გერმანიის არმიას იმავე წლის დეკემბერში გადაეცა. ნიდერლანდების სამეფოს არმიამ 410 ერთეული, ხოლო გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა 222 ერთეული შეისყიდა. თუმცა გერმანელები ამაზე შეჩერებას არ აპირებენ და გაცილებით მეტი, დაახლოებით 300 მანქანის შესყიდვას 2015 წლიდან გეგმავენ.

„ფენეკის“ საბაზისო ჯავშანი 7.62 მმ-იანი ჯავშანგამტანი ტყვიებისაგან და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, ასევე, შესაძლებელია დამატებითი ჯავშნის დაყენებაც. ჯავშანმანქანაში მსხდომნი დაცულნი არიან ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური დაბინძურებისაგან. ასევე, მასზე დამონტაჟებულია ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა.

ჯავშანმანქანაზე მრავალი სახის, კალიბრისა და დანიშნულების შეიარაღების დამონტაჟებაა შესაძლებელი. „ფენეკის“ ეკიპაჟი სამი კაცისაგან შედგება. სადაზვერვო მანქანა აღჭურვილია თანამედროვე სისტემებით, მას გააჩნია ლაზერული მანძილმზომი, კამერები, თერმული ხდევის სისტემები და სხვა.

სადაზვევო მანქანები აქტიურად გამოიყენება ავღანეთში, როგორც ჰოლანდიის, ისე გერმანიის მიერ. 2007 წლის 3 ნოემბერს ჰოლანდიის კუთვნილი „ფენეკი“ თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა ორი ჯარისკაცი. ასევე მოხდა მეორე შემთხვევაც, ამჯერად უკვე გერმანიის კუთვნილი ჯავშანმანქანას ხელის გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნის რეაქტიული ყუმბარა მოხვდა. ყუმბარის კუმულაციურმა ჭავლმა მანქანა წინა მარჯვენა ბორბლიდან გახვრიტა, გაიარა მთელი მანქანა და მარცხენა კარის ანჯამი გამოგლიჯა, თუმცა ეკიპაჟმა მხოლო უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო.

Army.ge
0

ავტორი: