გალტ & თაგარტი საინვესტიციო შესაძლებლობებისა და საფონდო ბირჟის ტენდენციების შესახებ ვებინარს გამართავს გალტ & თაგარტი საინვესტიციო შესაძლებლობებისა და საფონდო ბირჟის ტენდენციების შესახებ ვებინარს გამართავს />


  10:49:24     18-01-2024

გალტ & თაგარტი საინვესტიციო შესაძლებლობებისა და საფონდო ბირჟის ტენდენციების შესახებ ვებინარს გამართავს

1705560594რელიზი-1920x1080 copy.jpg

მათთვის, ვისაც საფონდო ბირჟაზე არსებული ტენდენციები აინტერესებს და სურს გაიგოს, რა შესაძლებლობები არსებობს გლობალურ ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით, გალტ & თაგარტი ონლაინ შეხვედრას გამართავს. ვებინარი 24 იანვარს, 19:00 საათზე გაიმართება და მისი მთავარი თემა „საინვესტიციო შესაძლებლობები და საფონდო ბირჟის ტენდენციები“ იქნება.

შეხვედრაზე სპიკერები - ნიკოლოზ მაზანაშვილი, გალტ & თაგარტის ასოცირებული ბროკერი და დავით ნიშნიანიძე, გალტ & თაგარტის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი, ინვესტირების ძირითად პრინციპებზე, 2023 წელს საფონდო ბირჟაზე გამოკვეთილ ტენდენციებსა და 2024 წლის მოლოდინებზე ისაუბრებენ.

ამასთან, ისინი აუდიტორიას გალტ & თაგარტის სერვისებსა და მათი მეშვეობით გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე შექმნილ საინვესტიციო შესაძლებლობებს გააცნობენ.

ვებინარზე დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია  ბმულზე.


ავტორი: R