10:29:28     05-09-2011
სპაგეტი ბოლონიურად
მასალა:
250 გრამი ხორცის ფარში
250 გრამი დაჭრილი ხორცი
2 ცალი კვერცხი
3 სუფრის კოვზი კუბიკების ფორმის ორცხობილა ("სუხარი")
1 თავი გახეხილი ხახვი
ცოტა გახეხილი ლიმონის ცედრა
1-2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
2 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი
მარილი, პილპილი
400 გრამი სპაგეტი
½ სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
3 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა
½ ჩაის ჭიქა წითელი პილპილი
ლიმონის წვენი
მარილი
მითითებული კომპონენტებისაგან გავაკეთოთ თხილის ზომის ბურთულები და ვხარშოთ მარილიან წყალში 10 წუთის განმავლობაში. სპაგეტი მოხარშვის შემდეგ დავდგათ და ვაცალოთ დაწურვა. ზეთი გავაცხელოთ ტაფაზე, დავამატოთ ტომატ-პასტა, გადმოვიღოთ ცეცხლიდან, დავამატოთ წითელი პილპილი, მარილი და ლიმონის წვენი. ყველაფერი გადავურიოთ სპაგეტში. სუფრაზე ხორცის ბურთულებთან ერთად მივიტანოთ.
0