პოლიციის შკოდამ ჭავჭავაძეზე ბასლაინი დარღვევით გადაკვეთა და ზოლში მიმავალ სასწრაფოს დაეჯახა – არიან დაშავებულები პოლიციის შკოდამ ჭავჭავაძეზე ბასლაინი დარღვევით გადაკვეთა და ზოლში მიმავალ სასწრაფოს დაეჯახა – არიან დაშავებულები />


  16:04:33     30-11-2023

პოლიციის შკოდამ ჭავჭავაძეზე ბასლაინი დარღვევით გადაკვეთა და ზოლში მიმავალ სასწრაფოს დაეჯახა – არიან დაშავებულები

1701345983406643248_6613653978732062_5436791375870833510_n.jpg

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბასლაინზე მოძრავ სასწრაფოს მანქანას პოლიციის "შკოდას" მარკის ავტომანქანა შეეჯახა.

ინფორმაცია Facebook-ზე გიორგი მუმლაძემ გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, სასწრაფოს ექიმი და მძღოლი მსუბუქად დაშავდნენ, პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს.

"საგიჟეთში ვცხოვრობთ, ილიაუნის წინ, ბასლაინზე მოძრავ სასწრაფოს მანქანას შეეჯახა პოლიციის შკოდა, რომელიც მარჯვენა მხრიდან, მარცხენას მიმართულებით ოთხ საგზაო ზოლს კვეთდა დარღვევით!
პოლიციელი გადმოვიყვანეთ გამვლელებმა, რაიმე მძიმე დაზიანება არ აქვს, გონება ჰქონდა დაკარგული, ეხლა კონტაქტურია 
სასწრაფოს ექიმს და მძღოლსაც მცირე დაზიანებები აქვთ.
საბედნიეროდ არც ერთ მათგანს რამე სერიოზული არ სჭირს 
კანონზე "მაღლა დგომის განცდას" მოაქვს უბედურებები!" – წერს გიორგი მუმლაძე.


ავტორი: presa.ge