19:52:32     28-11-2023
რატომ უნდა დადგათ წელს ნაძვის ხე 3 დეკემბერს – ექსპერტების პასუხი
წლის ყველაზე ჯადოსნური მომენტის დადგომამდე ერთი თვე რჩება.
მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების დიდმა ნაწილმა საკუთარი საცხოვრებლები თუ ოფისები შესაბამისი დეკორაციებით უკვე მორთო, ჯადოსნური განწყობა ნელ–ნელა შეიგრძნობა.
ბრიტანელი ექსპერტების მოსაზრებით, წელს ნაძვის ხის მოსართავად და დასადგამად საუკეთესო დღე დეკემბრის პირველი კვირაა – წელს კი ეს თარიღი 3 დეკემბერია.
ექსპერტების თქმით, ეს რიცხვი ახალი სასიცოცხლო ციკლის დასაწყისია და ახალ წელთან შეგებება სწორედ ამ დროიდან უნდა დავიწყოთ.