13:00:22     24-11-2023
რუსული პროპაგანდისტული მედია უკრაინასთან ომში ტყვედ აყვანილი ქართველი მებრძოლების ვიდეოს ავრცელებს
რუსული პროპაგანდისტული მედია უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს ტყვედ აყვანილი ქართველი მებრძოლების შესახებ წერს და ვიდეოებს ავრცელებს, სადაც მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ძალადობრივი მოპყრობის ეპიზოდებია ასახული.
ვრცელდება ზეწოლით მოპოვებული ე.წ. აღიარებებიც, რომელთა საფუძველზეც გიორგი შუბითიძისა და გიორგი გოგლიძის მიმართ აგრესორი ქვეყანა მძიმე ბრალდებებზე საუბრობს. უკრაინაში მიმდინარე საომარ ოპერაციებში მონაწილეობის გარდა, საუბარია 2014 წლის მაიდნის მოვლენებში მათ მონაწილეობაზეც.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შუბითიძე და გიორგი გოგლიძე ოკუპანტებმა გასულ კვირას დაატყვევეს.