14:45:08     20-11-2023
"გავაუქმოთ, დავხუროთ ეროვნული ბანკი" – მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულ ვალუტად ევრო უნდა გამოცხადდეს, ქვეყნის ეროვნული ბანკი კი უნდა დაიხუროს და გაუქმდეს, რადგან მას ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად მართავს:
"გავაუქმოთ, დავხუროთ ეროვნული ბანკი, იმიტომ რომ ეროვნული ბანკი გამოიყენება მანიპულაციებისთვის, იმისათვის, რომ "ნაკოლს" იძევიან ბანკებზე. ივანიშვილს აქვს ერთ-ერთი პრაქტიკულად ყველაზე დიდი ბანკი და თან აკონტროლებს ეროვნულ ბანკს, მას შეუძლია ნებისმიერ დროს აგიწიოთ ან დაგიწიოთ ვალუტის კურსი. ამავდროულად არაკონტროლირებადია ინფლაცია... საქართველოს ეკონომიკა უნდა გადავიდეს ევროზე. ეროვნული ბანკი, ემისია საქართველოს არ სჭირდება, თუ შევდივართ ევროპაში იყოს ევრო" – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.