14:41:19     20-11-2023
ბაჩო ოდიშარია კინოცენტრში დააწინაურეს, ის ფილმწარმოების დეპარტამენტს უხელმძღვანელებს
ხელისუფლების პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის თანამშრომელი, ბაჩო ოდიშარია, რომელიც კინოცენტრში ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეც იყო, დააწინაურეს და დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს.
ინფორმაციას კინოცენტრი არაერთ მედიას უდასტურებს. უცნობია რამდენი ხანია ოდიშარია ამ თანამდებობას იკავებს.
დეპარტამენტს მანამდე სალომე დანელია ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში რეორგანიზაცია დაიწყო. თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა, ისინი ორგანიზაციას ბოიკოტს უცხადებენ.