"მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია" – კახა კალაძე ლავროვის განცხადებაზე "მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია" – კახა კალაძე ლავროვის განცხადებაზე /> "/> " />


  23:05:53     13-11-2023

"მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია" – კახა კალაძე ლავროვის განცხადებაზე

16999028942.JPG

პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია": 

"მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი, ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და მომავალშიც ეს დამოკიდებულება გაგრძელდება. პირველი, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გაითვალისწინებს და გაატარებს, ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესია. რაც არ უნდა მოწოდებები და ზეწოლა იყოს, არ გადაიდგმება ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის", – თქვა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ სერგეი ლავროვმა დღეს გაკეთებულ განცხადებაში ევროკავშირზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას კავკასიიდან რუსეთის გაძევება არ გამოუვა. 


ავტორი: presa.ge