22:52:26     13-11-2023
"ევროკავშირი არ მალავს თავის განზრახვას, რომ ყველანაირად შეგვაკავოს, გამოგვიყვანოს ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან, ეს არ იმუშავებს" – ლავროვი
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის გეგმაა რუსეთი ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან გააძევოს. მისივე თქმით "ეს არ იმუშავებს":
"ევროკავშირი არ მალავს თავის განზრახვას, რომ ყველანაირად შეგვაკავოს, გამოგვიყვანოს ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან. ეს არ იმუშავებს. ჩვენ აქ ვართ ისტორიულად და არსად გავქრებით. და ჩვენმა პარტნიორებმა, ჩვენმა მოკავშირეებმა ეს ძალიან კარგად იციან", - განაცხადა ლავროვმა.