"EU-მ კრედიტი მოგვცა როგორც ევროპელ ხალხს" - ნიკა გვარამია "EU-მ კრედიტი მოგვცა როგორც ევროპელ ხალხს" - ნიკა გვარამია /> "/> " />


  13:47:01     09-11-2023

"EU-მ კრედიტი მოგვცა როგორც ევროპელ ხალხს" - ნიკა გვარამია

16995233903.jpg

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ევროკომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია. 

გვარამია ამბობს, რომ ევროკავშირმა კრედიტი მოგვცა როგორც ევროპელ ხალხს, დაადასტურა საკუთარი ინტერესი და ეს მომენტუმი უნდა გამოვიყენოთ. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ევროპელებმა რუსეთი დასაჯეს.

"ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი წინ. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჯერ სტატუსი არ არის, რეკომენდაციაა. 5 კვირა არის დარჩენილი და მაქსიმალურად ერთი ხელის შეხებაღა დაგვრჩა, რომ სტატუსი მივიღოთ და მერე შევცვალოთ ხელისუფლება და გავხსნათ მოლაპარაკებების პროცესი და გავწევრიანდეთ.


შევცვალოთ იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოვა. დღეს ევროკავშირმა კრედიტი მოგვცა, როგორც ევროპელ ხალხს, ქართველებს და ასევე დაადასტურა საკუთარი ინტერესი, რომ მას აინტერესებს. არა მხოლოდ ჩვენ გვინდა ევროპაში, არამედ მათაც უნდათ საქართველო ევროპაში. მათაც აინტერესებთ საქართველო და არა მხოლოდ ჩვენ ისინი. ამიტომ, ჩვენ ეს მომენტუმი უნდა გამოვიყენოთ, ეს ინტერესი უნდა გამოვიყენოთ და მათაც ყოველთვის უნდა შევახსენოთ, რომ საქართველოც საინტერესოა მათთვის.

დღეს ევროპელებმა ამითი დასაჯეს რუსეთი და არა მხოლოდ ჩვენთვის რეკომენდაციით, არამედ ბოსნია ჰერცეგოვინასთვის მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციით. იმიტომ, რომ იქაც ძალიან მძიმე ვითარება იყო, მაგრამ იქაც რუსეთი დაისაჯა. 
​დაისაჯა იქაც მმართველი ძალა, რომელიც პრორუსულია და ჩვენთანაც მმართველი ძალა, რომელიც პრორუსულია და რომელმაც დღეს ყველაფერი გააკეთა ზეიმის გარდა. განმაცვიფრებელია ბრიუსელშიც ის რეაქციები, რომელიც თბილისში პრაქტიკულად ხელისუფლების მხრიდან თითქმის არ მოჰყოლია ამ გადაწყვეტილებას. როგორც ჩანს, ასე განმარტავენ ისინი, როგორ ამბობენ? არგაღიზიანების პოლიტიკას. ანუ, ზეიმის უფლებაც აღარ გვაქვს უკვე, როცა ევროპაში შევდივართ. არა უშავს. ჩვენ ვართ ევროპელები. ჩვენ გვჭირდება და აუცილებლად ავაშენებთ დემოკრატიას და ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრები," - განაცხადა გვარამიამ. 


ავტორი: presa.ge