"მინდა მოვითხოვო დებატები ამ საკითხზე და რეზოლუციის მიღება" - ევროპარლამენტარი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე "მინდა მოვითხოვო დებატები ამ საკითხზე და რეზოლუციის მიღება" - ევროპარლამენტარი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე /> "/> " />


  13:28:59     09-11-2023

"მინდა მოვითხოვო დებატები ამ საკითხზე და რეზოლუციის მიღება" - ევროპარლამენტარი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე

16995223441.jpg

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების ფაქტებზე რეზოლუციის მიღებას ითხოვს. 

მან ინიციატივა ევროპარლამენტის სხდომაზე გააჟღერა.

"6 ნოემბერს საქართველოს 2 მოქალაქე, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე ეკლესიაში მივიდნენ. მათ ასევე სურდათ იქვე მდებარე სასაფლაოს მონახულება, მათ ამ დროს რუსი ოკუპანტები დაესხნენ თავს. თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და დაკავებული ჰყავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მინდა მოვითხოვო დებატები ამ საკითხზე და რეზოლუციის მიღება", - თქვა ევროპარლამენტარმა. 


ავტორი: presa.ge