"კარგი იქნება თუ შემდეგ პარლამენტში ნაცმოძრაობა არ შემოვა, ყველანაირი ფორმით წავახალისებთ" – ირაკლი კობახიძე "კარგი იქნება თუ შემდეგ პარლამენტში ნაცმოძრაობა არ შემოვა, ყველანაირი ფორმით წავახალისებთ" – ირაკლი კობახიძე /> "/> " />


  17:48:31     02-11-2023

"კარგი იქნება თუ შემდეგ პარლამენტში ნაცმოძრაობა არ შემოვა, ყველანაირი ფორმით წავახალისებთ" – ირაკლი კობახიძე

16989330548.jpg

ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ყველანაირად წაახალისებს იმას, რომ მომდევნო პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არ იყოს წარმოდგენილი:

"მივესალმები ნიკა მელიას მოწოდებას. თუ რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური ნაცმოძრაობა დატოვებს პარლამენტს ეს იქნება უკეთესი პოლიტიკური პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ასევე, შემდეგ პარლამენტში, როდესაც ნაცმოძრაობა კიდევ ერთხელ წააგებს არჩევნებს, კარგი იქნება თუ ისინი არ შემოვლენ პარლამენტში. ჩვენ ყველანაირად წავახალისებთ მათ არშემოსვლას პარალემენტში. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენთან ჩამოყალიბდეს კონსოლიდირებული დემოკრატიული სისტემა. ყველანაირი ფორმით შეგვიძლია წავახალისოთ მათი არშემოსვლა პარლამენტში, ნაც ნაკლები, მით უკეთესი", – განაცხადა კობახიძემ. 


ავტორი: presa.ge