4 მარტივი და გემრიელი საბავშვო რეცეპტი, რომელიც ლანჩ ბოქსისთვისაც გამოგადგებათ 4 მარტივი და გემრიელი საბავშვო რეცეპტი, რომელიც ლანჩ ბოქსისთვისაც გამოგადგებათ />


  18:49:23     01-11-2023

4 მარტივი და გემრიელი საბავშვო რეცეპტი, რომელიც ლანჩ ბოქსისთვისაც გამოგადგებათ

1698850255ezgif.com-webp-to-jpg.jpg

ბავშვისთვის სკოლაში ლანჩის გატანება მშობლების მუდმივი თავის ტკივილია. გთავაზობთ მარტივ და ძალიან გემრიელ რეცეპტებს საბავშვო სოსისი „ცეროდენას“ გამოყენებით, რომელიც აუცილებლად მოეწონებათ პატარებს. ეს რეცეპტები შესანიშნავია როგორც სახლში, საუზმესა და ვახშამზე მისართმევად, ასევე ლანჩ ბოქსისთვისაც.

„ცეროდენას“ სოსისები თავის გარსიანად უნდა ჩადოთ ცივ წყალში და როდესაც წყალი ადუღდება, სოსისებიც მზადაა.

მინი ღვეზელები სოსისებით

მინი ღვეზელები ძალიან კომფორტული და ნოყიერი საჭმელია. ის განსაკუთრებით მოსახერხებელია თან წასაღებად.

ინგრედიენტები:

  • 250 მლ. წყალი
  • 1 ს/კ. შაქარი
  • 8 გ. საფუარი
  • 380 გ. ფქვილი
  • 40 გ. კარაქი
  • სოსისი „ცეროდენა“
  • კეტჩუპი

მომზადების წესი:

  1. წყალი, შაქარი, საფუაქი და ფქვილი შეურიეთ ღრმა ჯამში და მოზილეთ ნაზი ცომი. ცომი ერთგვაროვანი რომ გახდება, დაუმატეთ 40 გ. კარაქი. შემდეგ, გადაიტანეთ ჯამში და დააყოვნეთ 1 სთ თბილ ადგილას. როცა ცომი ამოვა, დაყავით პატარა გუნდებად და ცოტა ხნით კიდევ დააყოვნეთ.
  2. მოხარშეთ „ცეროდენას“ სოსისები. შეფუთვაში 16 სოსისია, შესაბამისად, 16 ღვეზელი გამოდის.
  3. თითებით გააბრტყელეთ ცომის გუნდები, შუაში დადეთ კეტჩუპი, ზემოდან სოსისი მოათავსეთ და ცომი გადაახვიეთ. მომზადების პროცესი უფრო სახალისო რომ გახდეს, დაიხმარეთ ბავშვები.
  4. საცხობ სინზე მოაყარეთ ფქვილი, გადატანეთ ღვეზელები, წაუსვით კვერცხის გული და მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
  5. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 25-30 წთ.

მაკარონი სოსისით

ეს დაბალანსებული რეცეპტი გამოგადგებათ ლანჩ ბოქსისთვის, ბავშვისთვის სკოლაში გასატანებლად.

ინგრედიენტები:

  • მაკარონი
  • საბავშვო სოსისი „ცეროდენა“ 6 ცალი.
  • ორცხობილა 3 ცალი
  • სასურველი ხილი (გარეცხილი და დაჭრილი)

მომზადების წესი:

  1. მოხარშეთ სოსისი და მაკარონი.
  2. დავიწყოთ ლანჩ ბოქსის აწყობა: მოათავსეთ მაკარონი, მოაყარეთ გახეხილი ყველი, მეორე ნახევარი კი შეავსეთ მოხარშული სოსისებით.
  3. ხემსისთვის დაუმატეთ რამდენიმე ორცხობილა და ხილი. მაგალითად, დაჭრილი ქლიავი.

ფახიტასი სოსისებით

სოსისი და ბოსტნეული შეგიძლიათ შეწვათ ტაფაზე, გრილზე, ან მოამზადოთ აეროგრილით.

ინგრედიენტები:

  • ხახვი 2 თავი
  • წითელი და მწვანე ბულგარული 2-2 ცალი
  • საბავშვო სისისი „ცეროდენა“

მომზადების წესი:

  1. ბოსტნეული დაჭერით თხელ სლაისებად.
  2. დაბრაწეთ სოსისები, ფენა ფენა მოაყარეთ დაჭრილი ბოსტნეული, პილპილი, მარილი, ცოტაოდენი ზეთი და გამოაცხვეთ ღუმელში 10 წთ.
  3. შეგიძლიათ ცხობის შუა პროცესში ამოურიოთ

კვერცხის მაფინები

კვერცხის მაფინები საკმაოდ ნოყიერი კერძია.

ინგრედიენტები:

  • 4 ც. კვერცხი
  • გახეხილი სულგუნი
  • 200 მლ. რძე ან ნაღები
  • მარილი
  • 30 მლ ზეთი
  • სოსისი „ცეროდენა“

მომზადების წესი:

  1. მაფინის ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს და კარგად ათქვიფეთ. ჩაასხით მიღებული მასა მაფინის ფორმებში (ბოლომდე არ შეავსოთ).
  2. სოსისი „ცეროდენა“ გაჭერით შუაში და მოათავსეთ ფორმებში (თითო ფორმაში 1 სოსისი).
  3. მოაყარეთ გახეხილი სულგუნი და შედგით გამოსაცხობად.
  4. აცხვეთ 210 გრადუსზე, დაახლოებით 15 წთ.

გემრიელად მიირთვით!

(რეცეპტები შემოგვთავაზა ნატალია ჩიკვაიძემ)


ავტორი: presa.ge