12:29:10     03-09-2011
სალათი გამოყვანილი ხორცით
მასალა:
გამოყვანილი ხორცი - 200 გრამი
ბულგარული წიწაკა - 1-2 ცალი
პომიდორი - 1-2 ცალი
კიტრი - 1 ცალი
მაიონეზი
სალათის ფურცლები
მომზადების წესი:
გამოყვანილი ხორცი დავჭრათ კუბებად. წიწაკა გავრეცხოთ და დავჭრათ გრძელ ნაჭრებად. კიტრი გავრეცხოთ, გავფრცქვნათ და დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად. პომიდვრის შემთხვევაშიც მსგავსად მოვიქცეთ. დაჭრილი ინგრედიენტები ერთმანეთში ავურიოთ, მოვასხათ მაიონეზი და კარგად მოვურიოთ.
0