ვეფხისა და მოყმის მემორიალის ჩამონგრევას 3 წლის ბავშვის სიცოცლე ემსხვერპლა ვეფხისა და მოყმის მემორიალის ჩამონგრევას 3 წლის ბავშვის სიცოცლე ემსხვერპლა />


  15:00:04     30-10-2023

ვეფხისა და მოყმის მემორიალის ჩამონგრევას 3 წლის ბავშვის სიცოცლე ემსხვერპლა

16986638421.JPG

3 წლის ბავშვის სიცოცხლე დედოფლისწყაროში მემორიალური ძეგლის ჩამონგრევამ იმსხვერპლა.  შემთხვევა სოფელ არხილოსკალოში ბავშვებისთვის მოწყობილ სკვერში მოხდა.

3 წლის ბიჭი სკვერში მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, მოულოდნელად ვეფხისა და მოყმის მემორიალი ჩამოიშალა და ბავშვი ნანგრევებში მოიყოლა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

კომუნისტების დროს დადგმული მემორიალი იყო თუ არა სარეაბილიტაციო მდგომარეობაში და ექვემდებარებოდა თუ არა დემონტაჟს აღნიშნულზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ არსებობს. 

სოფლის გამგებლის განცხადებით მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 


ავტორი: presa.ge