ქათმის ღვიძლის სალათი, ბულგარული წიწაკით ქათმის ღვიძლის სალათი, ბულგარული წიწაკით />


  12:28:30     03-09-2011

ქათმის ღვიძლის სალათი, ბულგარული წიწაკით

a9614.jpg

მასალა:

ქათმის ღვიძლი - 200 გრამი
სტაფილო - 1-2 ცალი
ხახვი - 1 ცალი
ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
მარილი
წიწაკა

მომზადების წესი:

ღვიძლი გავრეცხოთ, გავაშროთ და ჩანგლით დავჭყლიტოთ. ხახვი ნახევარმთვარისებულ ნაჭრებად დავჭრათ. სტაფილო დავყოთ წვრილ, გრძელ ნაჭრებად. ბულგარული წიწაკა გავრეცხოთ, ამოვაცალოთ თესლი და დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად. გაცხელებულ, მცენარეული ზეთით დაფარულ ტაფაზე დავყაროთ ღვიძლი და შევწვათ 5 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ წინასწარ დაჭრილი ინგრედიენტები და კიდევ 8 წუთის განმავლობაში დავტოვოთ ცეცხლზე, თან გამუდმებით ვურიოთ.

0

ავტორი: