16:50:51     18-10-2023
იმპიჩმენტი ვერ შედგა – "ოცნებამ" ზურაბიშვილი ვერ გადააყენა
პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა. "ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება ვერ შეძლო.
კენჭისყრაზე იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო -1. იმპიჩმენტისთვის მმართველ პარტიას 100 ხმა სჭირდებოდა.
საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი იმპიჩმენტის განხილვას არ ესწრებოდა. მათ არც კენჭისყრაში მიუღიათ მონაწილეობა.