"ნუ ინერვიულებთ, ჩემს ქონებას მე თვითონ მივხედავ" – კალაძის პასუხი ჟურნალისტებს "ნუ ინერვიულებთ, ჩემს ქონებას მე თვითონ მივხედავ" – კალაძის პასუხი ჟურნალისტებს /> "/> " />


  15:59:12     18-10-2023

"ნუ ინერვიულებთ, ჩემს ქონებას მე თვითონ მივხედავ" – კალაძის პასუხი ჟურნალისტებს

1697630492კკ.jpeg

უკრაინის მიერ კახა კალაძის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერს დღეს ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს. კალაძემ მათ მოუწოდა, რომ "არ ინერვიულონ, რადგან თავის ქონებას თავად მიხედავს":

„ვიცით, რომ მგულშემატკივრობთ და ჩემ გამო ნერვიულობთ. მინდა, დაგამშვიდოთ, არაფერი სანერვიულო არ არის, მე თავად არ ვნერვიულობ ამაზე, ამიტომ ჩემზე არ იდარდოთ, ჩემს თავს როგორმე მივხედავ. სხვა პრიორიტეტებია ქვეყანაში. ხედავთ, მსოფლიოში რა ხდება, რამხელა უბედურება ტრიალებს. ჩვენი მთავარი საზრუნავი მშვიდობის შენარჩუნებაა. დამასანქცირებენ თუ არა, არ ვფიქრობ ამაზე და თქვენც ნუ ინერვიულებთ, ჩემს ქონებას მე თვითონ მივხედავ“, – თქვა კალაძემ. 


ავტორი: presa.ge