დონატებში ობის სოკომ სოფელ სავანის 9 მოსწავლე მოწამლა დონატებში ობის სოკომ სოფელ სავანის 9 მოსწავლე მოწამლა />


  15:55:29     18-10-2023

დონატებში ობის სოკომ სოფელ სავანის 9 მოსწავლე მოწამლა

1697630274klio.jpg

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ნამცხვარ "დონატში" ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა. სააგენტო ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის სკოლის 9 მოზარდის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ. სკოლის ბუფეტში არაგეგმიური ინსპექტირება განხორციელდა.

მათივე ცნობით, ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა მიკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რადგან მისი განმარტებით, მან "დონატები" არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში შეიძინა.

"სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელეს არაგეგმური ინსპექტირება სავანის სკოლის ბუფეტში - ბიზნესოპერატორთან ი.მ. „მაია ღონღაძე“, მისამართი: საჩხერე, სოფ. სავანე. შემოწმებისას სააგენტოს ინსპექტორებმა ამოიღეს და დალუქეს 3 ყუთი ნამცხვარი „დონატი“, რომლის დამზადების თარიღია 05/04/2023 წელი, ხოლო ვარგისიანობის ვადა 05/10/2024 წელი.

ამავდროულად, აღნიშნული სურსათის ნიმუშები, მიკრობიოლოგიური კვლევის მიზნით, აიღეს და გააგზავნეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიკროორგანიზმების - ობის სოკოების, ნორმა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დაშვებულ ზღვარს (დადგენილი ნორმა - 100 კწე/გ-ში, კვლევის შედეგი - 2000 კწე/გ-ში). - წერია განცხადებაში.


ავტორი: presa.ge