15:51:39     18-10-2023
ბოლნისში მერვე კლასის მოსწავლემ იმშობიარა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა - ინფორმაცია რადიო მარნეულმა სამოქალაქო აქტივისტებზე დაყრდნობით გაავრცელა.
მათი ცნობით, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისათვის ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც 14 წლის გოგომ იმშობიარა.