"ილუზიებშია, ვერ ხვდება, როგორ გახდა პრეზიდენტი, ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი" – კახა კალაძე "ილუზიებშია, ვერ ხვდება, როგორ გახდა პრეზიდენტი, ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი" – კახა კალაძე /> "/> " />


  15:16:12     17-10-2023

"ილუზიებშია, ვერ ხვდება, როგორ გახდა პრეზიდენტი, ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი" – კახა კალაძე

1697541579კახა-კალაძე.jpg

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. 

მისი თქმით სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტს ნამდვილად იმსახურებს:

"რაც შეეხება იმპიჩმენტს, თავიდანვე, როდესაც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა ამ საკითხზე განმარტება, ითქვა, რომ იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა შეუძლებელი იყო რიგი გარემოებების გამო, თუმცა ნამდვილად იმსახურებს იმპიჩმენტს პრეზიდენტი, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ ხალხს, კონსტიტუციას და კანონს, ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, საერთოდ, ილუზიებშია. ვერ ხვდება, როგორ გახდა პრეზიდენტი და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი. საერთოდ, წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებზე და დღეს, რომელ კონკრეტულ პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას, ვის რა მხარდაჭერა აქვს", - განაცხადა კახა კალაძემ.


ავტორი: presa.ge