"ეს მოსამართლეები ალბათ მიკერძოებულნი არიან" – ღარიბაშვილი მოსამართლეებზე, რომლებმა პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად არ ცნეს "ეს მოსამართლეები ალბათ მიკერძოებულნი არიან" – ღარიბაშვილი მოსამართლეებზე, რომლებმა პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად არ ცნეს /> "/> " />


  15:10:03     17-10-2023

"ეს მოსამართლეები ალბათ მიკერძოებულნი არიან" – ღარიბაშვილი მოსამართლეებზე, რომლებმა პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად არ ცნეს

1697541233irakli-garibashvili.jpg

პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, "ალბათ მიკერძოებულნი არიან" ის მოსამართლეები, რომლებსაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე, განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ:

„მე შევაფასე ზოგადად ეს ფაქტი და  მოვლენა, რაც, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს გულდასაწყვეტი ფაქტი, მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენ ვაჩვენეთ დემოკრატიულობა, ევროპელობა ნამდვილი, ჩვენ ვაჩვენეთ ის, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ დგას კანონზე მაღლა, ეს არის მთავარი.  რაც შეეხება მოსამართლეებს, გასაგებია, რომ ეს მოსამართლეები ალბათ მიკერძოებულნი არიან თავიანთ შეფასებებში, მაგრამ მე არ განვსჯი,  არ მინდა კომენტარი გავაკეთო მოსამართლეების ცალკეულ განცხადებებზე ან მათ მოტივაციაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლიდან, 6-მა ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, სამ მოსამართლეს - ირინა იმერლიშვილს გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს კი განსხვავებული აზრი ჰქონდათ.


ავტორი: presa.ge