ხაშურში მე-9 კლასელი გოგოს ცხედარი იპოვეს ხაშურში მე-9 კლასელი გოგოს ცხედარი იპოვეს />


  14:25:39     16-10-2023

ხაშურში მე-9 კლასელი გოგოს ცხედარი იპოვეს

169745209958c18d8272c116f0bcd4309dc367551b_L-678x381-1.jpg

ხაშურში, მე-9 კლასელი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. 14 წლის გოგო ერთ-ერთი კორპუსის ეზოში, უგონო მდგომარეობაში გვიან ღამით ნახეს. ადგილობრივებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფაქტს უშუალო თვითმხილველი არ ჰყავს. გოგოს სახელი და გვარი ფიგურირებს სექსუალური ძალადობის საქმეში, რომელსაც 2 წლის წინ ვაშუქებდით. არასრულწლოვანი ჩვენებას ბაბუის წინააღმდეგ აძლევდა. შსს-მ კაცი დააკავა, ის სასჯელს იხდის.

"დაახლოებით 8 საათი იქნებოდა, სკვერში ვიყავი, ხმა გავიგე, რომ მივედი უკვე ბავშვი უგონო მდგომარეობაში ეგდო. რომ დავხედე, არანაირი სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა ბავშვს. სასწრაფოში დავრეკე, მოვიდა სასწრაფო და წაიყვანეს ბავშვი", - ყვება კაცი, რომელმაც არასრულწლოვანი პირველმა ნახა.


ავტორი: presa.ge