"წუხელ დაგვბომბეს...450 დაჭრილი გვყავს, ასევე გვყავს გარდაცვლილები" - ექიმი დიანა გოგბერაშვილი ისრაელიდან "წუხელ დაგვბომბეს...450 დაჭრილი გვყავს, ასევე გვყავს გარდაცვლილები" - ექიმი დიანა გოგბერაშვილი ისრაელიდან /> "/> " />


  16:25:29     09-10-2023

"წუხელ დაგვბომბეს...450 დაჭრილი გვყავს, ასევე გვყავს გარდაცვლილები" - ექიმი დიანა გოგბერაშვილი ისრაელიდან

1696854421C.JPG

დღევანდელი მონაცემებით, ჩვენს სამედიცინო ცენტრს მიღებული ჰყავს 450 დაჭრილი, მათი უმრავლესობის მდგომარეობა იყო მძიმე და მძიმედ რჩება. ასევე გვყავს გარდაცვლილები, - ამის შესახებ ისრაელში მცხოვრებმა ექიმმა დიანა გოგბერაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ქალაქში ამ ეტაპზე სიმშვიდეა, გადაადგილება შესაძლებელია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც აუცილებელია. გვაქვს სპეციალური საშვები, რითაც გადავადგილდებით, პერიოდულად გვამოწმებენ. ჩემი ქალაქი ღაზას სექტორიდან 18 კილომეტრშია. ცოტა რთული ღამე გვქონდა წუხელ, დაგვბომბეს, იყო რაკეტების პირდაპირი ვარდნა, იყო განგაშის სიგნალებიც“, - აღნიშნა დიანა გოგბერაშვილმა.


ავტორი: presa.ge