16:13:09     09-10-2023
ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1–ელ დეკემბრამდე უსრულდებათ 2024 წლიდან სკოლაში რეგისტრაციას შეძლებენ

2024 წლიდან პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდებათ.
"სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად, მიგვაჩნია, რომ ობიექტური წყალგამყოფია 31 დეკემბრის ჩათვლით, ვისაც 6 წელი შეუსრულდა. ცვლილება შევა შემდეგ სასწავლო წელს და სკოლაში შესვლა შეეძლება მას, ვისაც 6 წელი შეუსრულდა 1-ელ დეკემბრამდე, ხოლო 2025-2026 წლებში უკვე მათ შეეძლებათ სკოლაში შესვლა, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდება", – განაცხადა განათლების მინისტრმა.