13:53:38     03-10-2023
კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე–პრემიერად დანიშნა
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა.
ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებულ შეხვედრაზე გააჟღერა. რამზან კადიროვმა კი გადაწყვეტილება დაამტკიცა.
"რა თქმა უნდა, აიშატ კადიროვამ დიდი წვლილი შეიტანა რეგიონული კულტურის სამინისტროს საქმიანობის გაუმჯობესებაში და დააგროვა მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება", - დაწერა კადიროვმა "ტელეგრამზე".