თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა მოზარდს გაჩერებული გული აუმუშავეს და გადაარჩინეს თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა მოზარდს გაჩერებული გული აუმუშავეს და გადაარჩინეს />


  15:34:16     26-09-2023

თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა მოზარდს გაჩერებული გული აუმუშავეს და გადაარჩინეს

1695728144dddd.JPG

თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა მოზარდს გაჩერებული გული აუმუშავეს და გადაარჩინეს.

"ქ.თბილისის მეხუთე რაიონული სამსახურის ბრიგადამ მოზარდის სიცოცხლე გადაარჩინა

სტადიონზე ვარჯიშისას ახალგაზრდა ბიჭმა გონება დაკარგა. ადგილზე მისვლისას ბრიგადას მოზარდი გულის გაჩერებით დახვდათ.

უფროსი ექიმი ნანა წულაძე იხსენებს, მოზარდი არ სუნთქავდა და გული ჰქონდა გაჩერებული. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გფრ-ს ბიჭს მისი მეგობრები უტარებდნენ და როგორც ნანა ექიმი აღნიშნავს, მის გადარჩენაში უდიდესი წვლილი ამ ბიჭების მიერ სწორად ჩატარებულმა გადაუდებელმა დახმარებამ ითამაშა. ბრიგადის ექიმების მიერ ჩატარებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიების შედეგად, რიტმი აღდგა, თუმცა კლინიკაში ჰოსპიტალიზაციამდე გზაში რამდენჯერმე ისევ დაფიქსირდა გულის გაჩერება. ვინაიდან გამოძახების ადგილას უამრავი ადამიანი იმყოფებოდა, ექიმმა ნანა წულაძემ საჭიროდ ჩათვალა დამხმარე ბრიგადის გამოძახება. კლინიკის ეზოში შეყვანისას ისევ დაფიქსირდა გულის გაჩერება და მოზარდის გადასარჩენად კლინიკის ექიმებთან ერთად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქ. თბილისის მეხუთე და მეცხრე რაიონული სამსახურის ექიმებიც იბრძოდნენ. საათნახევრიანი რეანიმაციული ღონისძიების შედეგად გულისცემა საბოლოოდ აღდგა.

უფროსი ექიმი ნანა წულაძე

უმცროსი ექიმი თათია ცხადაძე

მძღოლი მერაბ ჯიქიძე",– წერს გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" სოციალურ ქსელში.


ავტორი: presa.ge