15:28:39     26-09-2023
ბოლნისში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და 14 წლის შვილი დაჭრა
ოლნისში კაცმა ცივი იარაღით ყოფილი მეუღლე მოკლა და 14 წლის შვილი დაჭრა, რის შემდეგაც მან თვითდაზიანებები მიიყენა.
ადგილობრივების ინფორმაციით, კაცმა მეუღლეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. იგი სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლამდე გარდაიცვალა.
14 წლის გოგო გადაყვანილია საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
რაც შეეხება კაცს, იგი ამ დროისთვის კლინიკაშია მოთავსებული.