საქართველოს მეგობართა გაერთიანება შვეიცარიაში საქართველოს მეგობართა გაერთიანება შვეიცარიაში />


  15:20:53     02-09-2011

საქართველოს მეგობართა გაერთიანება შვეიცარიაში

a9597.jpg

შვეიცარიაში არსებულ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად, ამ ქვეყანაში საქართველოს მეგობართა გაერთიანებაც არსებობს. ეს კავშირი ხელს უწყობს საქართველო–შვეიცარიას შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარებას და ახდენს ქართული კულტურის პოპულარიზაციას. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ადამიანებს, საკუთარ სამშობლოსთან მიმართებაში, საერთო მიზნები ამოძრავებთ.

მათი მიზნები კი ეხება ისეთ სფეროებს, როგორებიცაა, კულტურა, ბუნება, საზოგადოება, ეკლესია, პოლიტიკა, ეკონომიკა და ასე შემდეგ. ეს ორგანიზაცია როგორც პოლიტიკურად, ასევე იდეურად დამოუკიდებელია და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას, განათლება წარმოადგენს. ეს გაერთიანება ძალიან კარგად მოქმედებს, შვეიცარიაში სასწავლად ჩასულ ადამიანებზე. ამ ორგანიზაციის დახმარებით, გამოიცემა პუბლიკაციები ქართული ენისა და კულტურის შესახებ.

 ყოველწლიურად, ეწყობა ქართული მუსიკის წარმოდგენები, სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურული გამოფენები. ეს ორგანიზაცია შვეიცარიაში, ქართული ლიტერატურის შუამავალია. იგი ქართულ ბიბლიოთეკებსაც ქმნის, რომლებიც საქველმოქმედო სტატუსს ატარებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეგობართა გაერთიანებას მრავალი გეგმა აქვს სამომავლოდ და ისინი, დაუღალავად ცდილობენ საკუთარი სურვილების სისრულეში მოყვანას.

0

ავტორი: