14:29:24     02-09-2011
სალათი „წითელი ზღვა“
მასალა:
კრაბის ჩხირები – 200 გრამი
პომიდორი – 2 ცალი
ბულგარული წიწაკა (საშუალო ზომის) – 1 ცალი
გამდნარი ყველეული – 2 ცალი
კვერცხი – 2 ცალი
ნიორი – 2 კბილი
მწვანილი
მაიონეზი
პომიდორი ფარშისთვის – 10–12 ცალი
სალათის ფურცლები
კამა – მოსართავად
მომზადების წესი:
კრაბის ჩხირები დავჭრათ საშუალო ნაჭრებად, პომიდორი გავრეცხოთ, გავაშროთ, გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ სირბილე და დავჭრათ ჩხირებად. წიწაკა გავრეცხოთ, ამოვაცალოთ გული, კიდევ ერთხელ გავრეცხოთ და დავჭრათ ჩხირებად. კვერცხი მაგრად მოვხარშოთ, გავასუფთაოთ და დავჭრათ კუბებად. ნიორი გავფცქვნათ და დავაქუცმაცოთ. მწვანილიც გავრეცხოთ და ისიც დავაქუცმაცოთ. ყველეული შევდგათ მაცივარში 10–15 წუთით. შემდეგ კი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. ინგრედიენტები ავურიოთ ერთმანეთს. დავუმატოთ მაიონეზი და წიწაკა. პომიდორი ფარშისთვის გავრეცხოთ და გავაშროთ. თითოეული მათგანი გავჭრათ ორ ნაწილად. ამოვიღოთ სირბილეები და პომიდორის დარჩენილი ნახევრები დავამარილოთ. წინასწარ მომზადებული მასა გადავანაწილოთ პომიდვრის ნახევრებში და მოვრთოთ მწვანილით.
0