16:54:41     12-09-2023
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიშა მშვილდაძის საქმე დახურულად გამოაცხადა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის საქმე დახურულად გამოაცხადა. მშვილდაძის ადვოკატი ამბობს, რომ უწყებამ გამოძიება ისე დაასრულა, რომ შედეგი არ დამდგარა, დაზარალებულისთვის არ უჩვენებიათ საქმისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი კადრები, გამოძიებამ ასევე მხედველობაში არ მიიღო ის მტკიცებულებები, რომელიც მედიამ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მოიპოვა.
არ არის გამორიცხული დავა სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდეს.
"საგამოძიებო სამსახურმა დაასრულა გამოძიება 0 შედეგით ცენტრალურ საკითხებზე პაუსუხის გაცემით კუთხით, რაც დაზარალებულ ჰქონდა მოთხოვნილი და რაც საჯარო, სატელევიზიო გამოძიებამ დაადგინა - ეს არის უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა ამ საქმეში. მათ ამ კითხვებს პასუხი არ გასცეს, ვერ გასცეს, არ ჩაატარეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ამ ყველაფერს გამოავლენდა", - ამბობს ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი.
მიშა მშვილდაძეს თავს 27 ივნისს დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.