16:50:18     12-09-2023
მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოს მასშტაბით
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 სექტემბერს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს მთიან რეგიონებში და კახეთის (განსაკუთრებით გარე კახეთის) ტერიტორიაზე ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა .
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.