"პოლიტიკოსებს გულს გვიკლავთ, გინდათ დაგვაბეჩავოთ" – ოდიშარია ჟურნალისტებს "პოლიტიკოსებს გულს გვიკლავთ, გინდათ დაგვაბეჩავოთ" – ოდიშარია ჟურნალისტებს /> "/> " />


  16:20:14     12-09-2023

"პოლიტიკოსებს გულს გვიკლავთ, გინდათ დაგვაბეჩავოთ" – ოდიშარია ჟურნალისტებს

16945215662.jpeg

"ქართული ოცნების" დეპუტატს ბექა ოდიშარიას ჟურნალისტებთან პრეტენზია აქვს და აცხადებს, რომ მედიის წარმომადგელები პოლიტიკოსებს გულს უკლავენ და ცდილობენ მათ დაბეჩავებას. 

"პოლიტიკოსებს გულს გვიკლავთ განზრახ, გინდათ დაგვამციროთ, დაგვაბეჩავოთ ხალხის თვალში. გავიგე, რომ გვაქვს თმენის ვალდებულება, რომელიც არსად არ წერია და ესეც გამოგონილი ნარატივია, სხვათა შორის, იმისთვის, რომ ცალკარა ითამაშოთ და უტყაპუნოთ პოლიტიკოსებს უსამართლოდ, ათასი პასკვილები და ტყუილები აცხოთ, ხან დრონები აფრინოთ და ხან თავით შეუვარდეთ კერძო საკუთრებაში და წვეულებებზე. არავითარი თმენის ვალდებულება არ გვაქვს წერილობით, ესაა კეთილი ნება და მგონი, გითმენთ რაც კი შემიძლია, 8 წელია. " – აცხადებს ოდიშარია. 


ავტორი: presa.ge