16:14:44     12-09-2023
"არაფერი დასამალი არ აქვს პრემიერს" – კობახიძე ღარიბაშვილის ჩარტერის დაფინანსებაზე
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თავს არიდებს კითხვას იმასთან დაკავშირებით თუ საიდან აქვს ირაკლი ღარიბაშვილის პენსიონერ მამას ჩარტერის დაფინანსებისთვის საჭირო თანხა.
კობახიძის თქმით პრემიერს "არაფერი აქვს დასამალი" და ყველაფერს მისი დეკლარაციიდან შევიტყობთ:
"ჩემი პრეროგატივა არ არის ამის თქმა, ყველაფერს გაიგებთ პრემიერისგან როცა დეკლარაცია გამოქვეყნდება, არაფერი დასამალი არ აქვს პრემიერს, ყველაფერი არის სუფთა განსხვავებით იმ პარტიის ბელადისგან, რომელიც სპეკულირებს ამ თემით" – ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრმიერ–მინისტრმა მიუნხენში ჩარტერული რეისით იფრინა, დღეს კი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ ღარიბაშვილს ჩარტერი მამამ წინსწრებით 34 ათასი ლარით დაუფინანსა.