გურიაში, სტიქიის ზონაში 80 წლის ქალის ცხედარი იპოვეს გურიაში, სტიქიის ზონაში 80 წლის ქალის ცხედარი იპოვეს />


  15:50:24     08-09-2023

გურიაში, სტიქიის ზონაში 80 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

1694173980mewyeri.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიაში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 80 წლის ქალია.  ერთი პირის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება. მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე.

"გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.

ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედარი და 1 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები. ნაპოვნია ორი გარდაცვლილის ცხედარი და ერთი მოზარდის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს," - ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.


ავტორი: presa.ge