14:54:41     06-09-2023
თუშეთში ტურისტი მოტოციკლით ხევში გადავარდა და დაიღუპა

თუშეთში ტურისტი მოტოციკლით სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ის ომალოდან ფშავის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როდესაც ხევში გადავარდა.
უწყების ცნობით, მაშველებმა სპეციალური ტექნიკის დახმარებით ამოიყვანეს, თუმცა ტურისტი გარდაცვლილი იყო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.