14:45:46     06-09-2023
სომხეთმა ОДКБ-დან მუდმივი წარმომადგენელი გაიწვია და უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის
სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან მუდმივი წარმომადგენელი გაიწვია, პარალელურად კი სომხეთის მთავრობა პარლამენტს რომის სტატუტის რატიფიცირებას სთხოვს, რომლის საფუძველზეც ჰააგის სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გამოცემული.
მოსკოვმა ამ გადაწყვეტილების გამო ერევანს უკვე მოსთხოვა ახსნა-განმარტება. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, მათი მომავალი ნაბიჯები ერევნის პასუხზე იქნება დამოკიდებული.
რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა სტრატეგიული შეცდომა უწოდა რუსეთზე სომხეთის უსაფრთხოების სექტორის დამოკიდებულებას;