14:37:16     06-09-2023
მთავრობის დაპირების მიუხედავად, შოვის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ფსიქოლოგიური დახმარება არ მიუღიათ
მთავრობის დაპირების მიუხედავად, შოვის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ფსიქოლოგიური დახმარება ამ დრომდე არ მიუღიათ. მარიტა გუტაშვილი, რომელმაც სტიქიის შედეგად ოჯახის ოჯახის წევრები დაკარგა სოციალურ ქსელში წერს, რომ ფსიქოლოგები ჯერ არ გამოჩენილან და არც არავინ დაკავშირებია:
"სად არიან ფსიქოლოგები? კიდევ რამდენ ხანს ველოდო? აწი ფსიქიატრები დაგვჭირდება და ბარემ, პირდაპირ მაგაზე დაიწყეთ ზრუნვა. თუ ჩემს პოსტამდე იყო დაწყებული ზრუნვა ფსიქოლოგების საკითხთან დაკავშირებით, ამდენ ხანს რატომ არავინ მიკავშირდება? გადაცემულია მონაცემები წინა კვირიდან... ჩვენამდე მოსასვლელად ფსიქოლოგებს ტრენინგს ვუტარებთ თუ რაშია საქმე? იმედია, ტენდერი არ გამოგიცხადებიათ", - წერს მარიტა გუტაშვილი.