"მაინცდამაინც დარწმუნებული არც იმაში ვიქნებოდი, რომ 100 ხმა ვერასგზით ვერ მოგროვდება" – ნიკა გვარამია პრეზიდენტის იმპიჩმენტზე "მაინცდამაინც დარწმუნებული არც იმაში ვიქნებოდი, რომ 100 ხმა ვერასგზით ვერ მოგროვდება" – ნიკა გვარამია პრეზიდენტის იმპიჩმენტზე /> "/> " />


  16:30:36     01-09-2023

"მაინცდამაინც დარწმუნებული არც იმაში ვიქნებოდი, რომ 100 ხმა ვერასგზით ვერ მოგროვდება" – ნიკა გვარამია პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

1693571636h.jpeg

"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ეხმაურება და ამბობს, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების შანსზე უდიდეს უარყოფით ზეგავლენას იქონიებს. 

მას ასევე რეალურად ესახება ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმის მოგროვება შეძლოს: 

"აბა, თუ გამოიცნობთ, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაც კი (მით უმეტეს, ევროტურნეს საპასუხოდ), რა ზემოქმედებას იქონიებს სტატუსის მიღების შანსებზე (ისედაც დაბალზე)?

ps მაინცდამაინც დარწმუნებული არც იმაში ვიქნებოდი, რომ 100 ხმა ვერასგზით ვერ მოგროვდება. მაინცდამაინც თავს ნუ დადებთ ამაზე", – წერს ნიკა გვარამია. 


ავტორი: presa.ge