"არანაირი მოტივაცია კონსტიტუციის დარღვევას არ ამართლებს " - პაპუაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე "არანაირი მოტივაცია კონსტიტუციის დარღვევას არ ამართლებს " - პაპუაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე /> "/> " />


  16:10:31     01-09-2023

"არანაირი მოტივაცია კონსტიტუციის დარღვევას არ ამართლებს " - პაპუაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

1693570563maxresdefault.jpg

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კონსტიტუციას პატივს არ სცემს.

მისი თქმით, პარლამენტის ერთადერთი სწორი რეაქცია სალომე ზურაბიშვილის ქმედებების სამართლებრივი შეფასება იყო:

„თუ საქართველოს პრეზიდენტი პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენ თვითონ არ ვცემთ პატივს ჩვენ კონსტიტუციას, მაშინ არავინ არ სცემს პატივს არც ჩვენ კონსტიტუციას, არც სახელმწიფოს. რაც შეეხება ამ ვიზიტებს, ვფიქრობ, აქ სადავოც კი არაფერი არ არის, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, თუ სხვა გამოხმაურებები, არავინ არ უარყოფს, რომ ეს არის აშკარა დარღვევა კონსტიტუციის და კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა. არის მცდელობები, რომ სხვადასხვა მოტივაციით გაამართლონ, არანაირი მოტივაცია კონსტიტუციის დარღვევას არ ამართლებს. ეს არის ყველაზე ძირეული საკითხი", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მისი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება ერთი თვე, რომ მიმართვის შემდეგ სამართლებრივი შეფასება, დასკვნა დადოს, ხოლო შემდეგ ორი კვირის განმავლობაში პარლამენტი კენჭს უყრის იმპიჩმენტის საკითხს. 

 


ავტორი: presa.ge