სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში 5-მა შეიარაღებულმა პირმა ოჯახი დააყაჩაღა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში 5-მა შეიარაღებულმა პირმა ოჯახი დააყაჩაღა />


  15:34:45     31-08-2023

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში 5-მა შეიარაღებულმა პირმა ოჯახი დააყაჩაღა

1693481919jjj.JPG

ყაჩაღობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში – 5 შეიარაღებული პირი, გუშინ, გვიან ღამით უსუფაშვილების ოჯახში შეიჭრა.

როგორც ცნობილია, წაღებულია 50 000 დოლარი და ძვირფასეულობა.

დამნაშავეები ფიზიკურად გაუსწორდნენ მამა–შვილს, ზაურ და დავით უსუფაშვილებს.

ოჯახს წლებია მზესუმზირის ბიზნესი აქვს და თანხა სესხის სახით, ბანკიდან ჰქონდათ გამოტანილი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. დაკავებული ჯერ არავინაა.


ავტორი: presa.ge