"ვთხოვე, გვერდზე გადაედო პირადი ამბიციები, მაგრამ ის ასეთი იყო, სახელმწიფოსთვის დიდი დანაკლისია" - კადიროვი პრიგოჟინზე "ვთხოვე, გვერდზე გადაედო პირადი ამბიციები, მაგრამ ის ასეთი იყო, სახელმწიფოსთვის დიდი დანაკლისია" - კადიროვი პრიგოჟინზე /> "/> " />


  16:54:41     25-08-2023

"ვთხოვე, გვერდზე გადაედო პირადი ამბიციები, მაგრამ ის ასეთი იყო, სახელმწიფოსთვის დიდი დანაკლისია" - კადიროვი პრიგოჟინზე

1692968206_127474037_kadyrov_comp_getty-reuters.jpg

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეხმაურება და სამძიმრის წერილს ავრცელებს:

''ევგენი ვიქტოროვიჩთან ხშირად გვიწევდა ურთულესი საკითხების გადაჭრა. ის სხვებისგან გამოირჩეოდა პასუხისმგებლობით, უნიკალური კომუნიკაბელურობით და შეუპოვრობით. მასთან შესაძლებელი იყო ნებისმიერ თემასა და პრობლემაზე მსჯელობა. ის ყოველთვის მზად იყო, რომ დაგხმარებოდა და მთელი გულთ, რეალურად გეხმარებოდა. ის სახელმწიფო მასშტაბის მნიშვნელოვანი პერსონა იყო. მაგრამ ცოტა ხნის წინ მან ან ვერ დაინახა, ან არ სურდა დაენახა სრული სურათი იმის შესახებ, რაც ქვეყანაში ხდება. ვთხოვე, გვერდზე გადაედო პირადი ამბიციები სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებთან მიმართებაში. სხვა ყველაფრის გადაწყვეტა მოგვიანებით შეიძლებოდა. მაგრამ ის ასეთი იყო, პრიგოჟინი, თავისი რკინის ხასიათით და მიზნის მიღწევის სურვილით – აქ და ახლა... ეჭვგარეშეა, მან დიდი წვლილი შეიტანა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში. მისი სიკვდილი სახელმწიფოსთვის დიდი დანაკლისია. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ევგენი ვიქტოროვიჩის ოჯახს და მეგობრებს", - წერს კადიროვი. 


ავტორი: presa.ge