15:58:32     25-08-2023
"დღეს თოჯინიანი კაცის ცოლ-შვილის პანაშვიდია...ამხელა დარდთან მისი მარტო დატოვება არ შეიძლება"
შოვის ტრაგედიისას დაღუპული ნატო ჭელიძისა და მისი სამი შვილის დაკრძალვის ცერემონიალი ხვალ გაიმართება.
აღნიშნულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ერთ–ერთი მომხმარებელი ეხმაურება:
"ადრე ვიცნობდი ერთ ადამიანს, რომელსაც სამი შვილი მოუკვდა. როცა მესამე შვილის პანაშვიდზე მივდიოდი, ფეხები უკან მრჩებოდა. ამხელა ტანჯვის ყურება როგორ უნდა შევძლო-მეთქი.
არ მახსოვს, ამ ადამიანმა მე მითხრა თუ ჩემს ქმარს: როცა ამდენი ადამიანი მოდიოდა და ხელს მართმევდა, თითქოს ჩემი ტკივილის ნაწილი თან მიჰქონდათო.
დღეს თოჯინიანი კაცის ცოლ-შვილის პანაშვიდია, ხვალ დასაფლავება. არც ვიცნობ და არც არაფერი, მაგრამ მინდა, მივიდე და ხელი მოვუჭირო ხელზე. ამხელა დარდთან მისი მარტო დატოვება არ შეიძლება.
პანაშვიდი ჟ. შარტავას N45, გამოსვენება ხვალ ქაშვეთის ტაძრიდან.
იქნებ პაწაწინა შვება მაინც იგრძნოს, თუ ბევრნი მივალთ.
ნუ მივატოვებთ",- წერს რუსიკო კობახიძე სოციალურ ქსელში.