15:53:47     24-08-2023
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ნიკა ახვლედიანი მტრის შეტევას ბახმუტთან ემსხვერპლა.
მებრძოლი იმ 10 კაციან დანაყოფში იყო, რომელიც ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში სპეცოპერაციას აწარმოებდა. ნიკა ახვლედიანი უკრაინულ დანაყოფთან ერთად ერთ-ერთი სოფლის მისადგომებს იცავდა, როცა ოკუპანტების მიერ ნასროლი ჭურვი დაეცა. 40 წლის ქართველ სამხედრო ადგილზე გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რუსულ აგრესიას 48 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.