15:47:13     24-08-2023
"მოისვენა თოჯინიანმა კაცმა ! ნაწილ ნაწილ აგროვებდა 21 დღე ცოლს და შვილებს და შეაგროვა"
შოვის ტრაგედიისას დაღუპული ორი წლის ანასტასია დუდაშვილის ცხედარი რამდენიმე დღის წინ იპოვეს.
გიორგი დუდაშვილის ცოლს და სამ მცირეწლოვან შვილს შაბათს დაკრძალავენ.
აღნიშნულ ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ:
"
მოისვენა თოჯინიანმა კაცმა !
ნაწილ ნაწილ აგროვებდა 21 დღე ცოლს და შვილებს და შეაგროვა!
დედას ჩააბარა სამივე! ეხლა უკვე იცის, ტკივილისგან კანის აგლეჯვა რომ მოუნდება, სად მივიდეს!
მისი გაღვიძების წარმოდგენა მზარავს, ღვარცოფივით რომ დაატყდება თავს რეალობა!
შაბათს დაკრძალავს და დარჩება მარტო, თავის ფიქრებთან, მოგონებებთან და ენით აღუწერელ ტკივილთან !
ჩემი ტკივილია ეს ადამიანი", – წერენ ჟგუფ "რაჭა"–ში.