17:58:46     21-08-2023
"2023 წლის აგვისტო კალაძემ თბილისის აოხრების თვედ გამოაცხადა"
"ლელოს" ერთ–ერთი ლიდერი საბა ბუაძე სოცილაურ ქსელში წერს, რომ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2023 წლის აგვისტო თბილისის აოხრების თვედ გამოაცხადა:
"
"2023 წლის აგვისტო კალაძემ გამოაცხადა თბილისის აოხრების თვედ. როცა ხალხის ყურადღება მოდუნებულია და ნაწილი ჯერ კიდევ რაჭის ტრაგედიას შეჰყურებს, თბილისის მერია და საკრებულო გეგმავენ ჩვენ ქალაქში ცხოვრება გაუსაძლისი გახადონ. მომდევნო სხდომაზე ამტკიცებენ ამ პროექტებს:
ივანიშვილის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქზე გაყიდული ლაგუნა ვერე და აბრეშუმის ფაბრიკა ორი 50 სართულიანი ცათამბჯენი - 155,000 კვ.მ ფართობი;
„ფიზკულტურის ინსტიტუტის ადგილზე დაგეგმილი 180 მეტრიანი ცათამბჯენის პროექტს - ჯამში 200,000 კვ.მ
ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაგეგმილი ახალი ბეტონის ჯუნგლები - ჯამში 530,000 კვ.მ;
დიდი დიღმის ტერიტორიაზე დაგეგმილი ახალი უბანი - 750,000 კვ.მ;
ვანო ჩხარტიშვილის პროექტი ისთ ფოინთის მიმდებარედ - 125,000 კვ.მ.
ეს არის ნაწილი და ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იმისა თუ რას უკეთებს ქართული ოცნება თბილისს. თუ ამას არ შევაჩერებთ თბილისში ცხოვრება საბოლოოდ გახდება შეუძლებელი", – წერს ბუაძე სოციალურ ქსელში .